გაყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

კომპანია: Bound Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Bound Solutions" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (IT/ტექნოლოგიური მიმართულება) თანამდებობაზე.

გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** კორპორატიული (B2B) მომხმარებლების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და მართვა;
** ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების სრული ციკლის მართვა;
** მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** გაყიდვების მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება და შედეგების რეგულარული მონიტორინგი;
** ⁠ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და CRM სისტემის ეფექტიანი მართვა;
** ტექნიკურ და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია მომხმარებლის მოთხოვნების სრულყოფილად დასაკმაყოფილებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
** B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გაყიდვების პროცესის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამოცდილება;
** ⁠CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების საბაზისო ან კარგი ცოდნა;
** მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...