შესყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

კომპანია: Bound Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Bound Solutions" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (IT/ტექნოლოგიური მიმართულება) თანამდებობაზე.

გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00
მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ტექნოლოგიური საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის, IT აღჭურვილობისა და სერვისების მომწოდებლების მოძიება და შეფასება;
** ფასებისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
** სატენდერო და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება;
** ⁠მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი;
** ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და ალტერნატიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება;
** შესყიდვების ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა;
** ⁠შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნოლოგიური მოთხოვნების დაზუსტებისა და შესრულების მიზნით;
** შესყიდვების პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
** ტექნოლოგიური ან IT შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული პირობების შეთანხმების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებისა და ERP/შესყიდვების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის საბაზისო/კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ⁠ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - შესყიდვების მენეჯერი - IT/ტექნოლოგიური მიმართულება

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...