მთავარი ბუღალტერი

კომპანია: ალტა

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენ ვართ "ალტა" — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.
ალტა

"ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში, მის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში, დირექტორთან შეთანხმებით, ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკის და პროცედურების შექმნა, და იმპლემენტაცია, მათი შესრულების კონტროლი;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის ეფექტიანი მართვა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი და საბუღალტრო გატარებების სისწორის უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო ოპერაციების დროული და სრულყოფილი ასახვა, თვის დახურვის პროცესის მართვა;
** კლიენტებთან, ბანკებთან, მომწოდებლებთან, დებიტორებთან, კრედიტორებთან და სახელმწიფო უწყებებთან ფინანსური ურთიერთობების მართვა;
** ანგარიშსწორებების, ანგარიშ-ფაქტურების, საბანკო ოპერაციებისა და სახელფასო პროცესის კონტროლი;
** საგადასახადო და სტატისტიკური დეკლარაციების მომზადების, წარდგენისა და შესაბამისი ანგარიშსწორებების უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და სტატისტიკური დეკლარაციების/ფორმების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში დროული წარდგენა და ანგარიშსწორების განხორციელება, დადგენილი წესის შესაბამისად;
** საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება;
** საბუღალტრო გუნდის საქმიანობის ორგანიზება, თანამშრომლების მართვა და შესრულების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ACCA I-II დონის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესად;
** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/s3YIKldb

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მთავარი ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...