საწყობის უფროსი
კომპანია "ბებე +" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ფუნქცია მოვალეობები:
** საწყობის ყველა ოპერაციის ყოველდღიური მონიტორინგი, კოორდინაცია და კონტროლი (მიღება, შენახვა, შეკვეთების აღება, შეფუთვა და გაგზავნა);
** საწყობის ყველა პროცესისთვის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დანერგვა და მონიტორინგი;
** პროდუქციის ეფექტური განლაგება და კატეგორიზაცია;
** ინვენტარის სიზუსტის უზრუნველყოფა - რეგულარული გადამოწმება და აღრიცხვა;
** ოპტიმალური საწყობი სივრცის დაგეგმვა და გამოყენება;
** სამუშაო პროცესების სტანდარტიზაცია და გაუმჯობესება.
** ნაშთების მუდმივი მონიტორინგი და დეფიციტის თავიდან აცილება;
** მასალებისა და პროდუქციის დროული შეკვეთა/დაბრუნება წარმოებასთან შეთანხმებით;
** მინიმალური და ოპტიმალური მარაგების განსაზღვრა და კონტროლი;
** მიღებული მასალების დათვლა, შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** წარმოებული პროდუქციის მიღება და განთავსება შეკვეთების მიხედვით;
** საქონლის გაცემის პროცესის ორგანიზება - მაღაზიებისთვის, სტენდებისთვის, კურიერისთვის ან სხვა ლოკაციებისთვის;
** მჭიდრო კომუნიკაცია წარმოების, ლოჯისტიკის, გაყიდვების და მაღაზიების გუნდთან;
** შეკვეთების სტატუსზე ინფორმაციის მიწოდება;
** უკუკავშირის მიწოდება მარაგებთან დაკავშირებით გაყიდვების და წარმოების დეპარტამენტისთვის;
** ინვენტარიზაციის შედეგების დაფიქსირება და ანალიზი;
** კვირეული და თვიური მარაგების რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** პროგრამული უზრუნველყოფის (ERP/Excel/CRM) გამოყენება საწყობის მართვისთვის;
** უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება;
** ფილიალებიდან გამოგზავნილი ჩანაწერების მიხედვით, პროდუქციის გამზადება, ჩალაგება და კურიერის ინფორმირება, რომ მოხდეს დროული მიწოდება;
** გამზადებული ინდივიდუალური შეკვეთის გადამისამართება/გატანება შესაბამისი ფილიალისთვის/სტენდისთვის;
** მომარაგების პროცესების გაყიდვების გუნდებთან ერთად, გუნდურად და მეგობრულად წარმართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
** პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: bebeplus.pr@gmail.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს