ლოგისტიკის თანამშრომელი

კომპანია: Bound Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Jun 14

დასრულების ვადა: Jul 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "Bound Solutions" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლოგისტიკის თანამშრომელი.

მდებარეობა: თბილისი
გრაფიკი: 5/2, 11:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა მატერიალური რესურსების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** საწყობში ტვირთის მიღება, ჩატვირთვა, ჩამოტვირთვა, განთავსება და დასაწყობება;
** საწყობის მოწესრიგებასა და ინვენტარის სწორ განთავსებაში მონაწილეობა;
** ინვენტარისა და აღჭურვილობის ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციაზე დროული და ორგანიზებული გადაზიდვა;
** ღონისძიებებისათვის საჭირო მასალებისა და ტექნიკური ინვენტარის ადგილზე მიტანა, განთავსება და შემდგომი დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა;
** ღონისძიების მიმდინარეობისას ადგილზე ყოფნა და ლოგისტიკური პროცესების მხარდაჭერა;
** ღონისძიების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ აღჭურვილობის ჩატვირთვა, ჩამოტვირთვა, გადაადგილება და საწყობში დაბრუნება;
** ინვენტარისა და აღჭურვილობის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი ტრანსპორტირებისა და დასაწყობების პროცესში;
** დაკარგული ან დაზიანებული ინვენტარის იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის;
** ლოგისტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო დავალებების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ლოგისტიკური და საორგანიზაციო დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** B & C კატეგორიების მართვის მოწმობის ფლობა;
** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
** არასტანდარტულ სამუშაო გრაფიკთან და ღონისძიებების განრიგთან ადაპტაციის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ლოგისტიკის თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...