ადმინისტრაციის მენეჯერი

კომპანია: ბლექ სი გრუპი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ადმინისტრაცია
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია საქმიანობს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით და წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო და საინჟინრო პროექტებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგო და საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ადმინისტრაციული პროცესების დაგეგმვა, ორგანიზება და ეფექტური მართვა;
** ოფისის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საოფისე სივრცის, ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა ადმინისტრაციული რესურსების ეფექტიანი მართვა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** საოფისე, ტექნიკური და ადმინისტრაციული რესურსების შესყიდვის პროცესის ორგანიზება, მომწოდებლებთან ურთიერთობა და ლოჯისტიკური პროცესების კოორდინაცია;
** ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლი, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** ხელმძღვანელობის დავალებების შესრულების ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების კონტროლი;
** დირექტორის დავალებით სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის მონიტორინგი და კოორდინაცია;
** თანამშრომელთა სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და ადმინისტრაციული საკითხების ეფექტური მართვა;
** კომპანიის შეხვედრების, ღონისძიებებისა და ოფიციალური ვიზიტების ორგანიზება;
** HR დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და კორპორატიული/სოციალური აქტივობების ორგანიზებაში მხარდაჭერა;
** PR და კორპორატიული კომუნიკაციების ადმინისტრაციული მხარდაჭერა საჭიროებისამებრ.
** მარკეტინგული პროცესების კოორდინაცია;
** სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან, სტამბებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მარკეტინგული და ბრენდირებული მასალების (ბანერები, სტიკერები, ეტიკეტები, ბრენდირებული ტანსაცმელი, სარეკლამო პროდუქცია და სხვა) დამზადებისა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** კომპანიის ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონების ბრენდირების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** სოციალური მედიისა და სხვა მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო მასალებისა და კონტენტის მომზადების პროცესის კოორდინაცია;
** მომხმარებელთა შეტყობინებებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემა კომპანიის კომუნიკაციის სტანდარტების შესაბამისად;
** მარკეტინგული აქტივობების ვადების კონტროლი და შესრულების მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით);
** ადმინისტრაციულ, საოფისე მართვის ან მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint, Outlook) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია გრაფიკული დიზაინის პროგრამების - CorelDRAW, Adobe Illustrator ან Canva-ს პრაქტიკული ცოდნა;
** Meta Business Suite-ის, Meta Ads Manager-ისა და Google Workspace-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ენები:

** ქართული ენა - მშობლიური;
** ინგლისური ენა - B2;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პირადი უნარები:

** ძლიერი საორგანიზაციო და კოორდინაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას მზარდ და სტაბილურ კომპანიაში;
** მრავალფეროვან და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოთ კომპანიის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული პროცესების განვითარებაში;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ადმინისტრაციის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ადმინისტრაციის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...