ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი

კომპანია: სუფთა სახლი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 14

დასრულების ვადა: Jul 14

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოუდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: http://www.ch.ge/

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების შემგროვებლის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ქსნის ქუჩა 36
გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ მაღაზიაში შემოსული შეკვეთების აგროვება/მომზადება;
** მომზადებული შეკვეთის მისამართზე გაშვება;
** მომხმარებლებთან შეკვეთის დეტალებთან დაკავშირებით კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული:

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია: https://forms.gle/KTo1y7RwLnh8QjoJ6

ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი" . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ონლაინ შეკვეთების შემგროვებელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...