გრაფიკული დიზაინერი, სოციალური მედია მენეჯერი
თავის მოვლის საშუალებების საერთაშორისო ქართული კომპანია "პიელ ნატურალსი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის და სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
"პიელ ნატურალსი" არის N1 ქართული პრემიუმ ბრენდი, რომელიც მე-9 წელია ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით აწარმოებს ვეგანურ, უპარაფინო, უპარაბენო, უსილიკონო თავის მოვლის პროდუქტებს.
კომპანია 2017 წელს დაარსდა და მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით 10 სხვადასხვა ლოკაციაზე მასპინძლობს;
ბრენდის ფრანშიზა გაყიდულია ქუვეითში, სადაც სულ მალე მისი ბრენდის მაღაზია გაიხსნება.
"პიელი" აბედნიერებს ყველას, ჩვენ გვწამს რომ ბედნიერი თანამშრომელი უდრის ბედნიერ მომხმარებელს.
ჩვენი სლოგანია: "პიელი", ერთი წასმით შეყვარება!
სამუშაო გრაფიკი:
დიზაინერის: ორშაბათი - პარასკევი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; შაბათ-კვირა დასვენება.
სოციალური მედია მენეჯერის: კვირაში 6 დღე 6 საათი (ცვლებში)
ლოკაცია: ვაკე, ფალიაშვილის 39ბ
ანაზღაურება: 1 500₾
გახდით მეგობრული გუნდის წევრი, სადაც გაქვთ კარიერული განვითარების შესაძლებლობა, გამოაგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტაზე: jobs.pielnaturals@gmail.com და მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "პიელ ნატურალსის" (ს/ნ 405267438) მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "პიელ ნატურალსს" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
შპს "პიელ ნატურალსი" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს