საწყობის თანამშრომელი

კომპანია: Geosm

გამოქვეყნების თარიღი: Jun 05

დასრულების ვადა: Jul 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "Geosm" დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 14
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ; შაბათი 11:00-17:00სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული შეკვეთების შეგროვება და დაკომპლექტება;
** პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, მითვლა და დასაწყობება;
** საწყობში არსებული მარაგების აღწერა და კონტროლი;
** მაღაზიის, მოთხოვნის მიხედვით მომარაგება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** მომსახურების სტანდარტების, დისციპლინარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** მოტივირებული;
** თავაზიანი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ანაზღაურება:

** გამოსაცდელი პერიოდი - 1200 ლარი;
** შტატში აყვანის შემდეგ - ფიქსირებული 1800 ლარი
** კომპანიის ასორტიმენტში არსებული პროდუქტების სრულფასოვნად შესწავლის შემდეგ: 1800 ლარი + ბონუსი + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საწყობის თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...