უსაფრთხოების თანამშრომელი

კომპანია: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 05

დასრულების ვადა: Jul 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოება
** სასტუმროს პარკინგის კონტროლი
** სასტუმროს კამერების მონიტორინგი
** სასტუმროს ტერიტორიაზე რეგულარული შემოვლების ჩატარება და აღმოჩენილი დარღვევების დაფიქსირება

უნარ ჩვევები და მოთხოვნები:

** ენერგიული, პოზიტიური
** პასუხისმგებლობიანი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი 12 საათიანი, 1 დღე 1 ღამე (2 დღე დასვენება)
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება საათობრივი თვეში საშუალოდ 1100 ლარიდან

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" - ამიერკავკასიაში პირველი 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მარიოტ ინტერნეიშენალის წევრია.
მარიოტ ინტერნეშენალი, როგორც მსოფლიოს წამყვანი კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და წარმატებულ კარიერას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.tbilisi@sheraton.com. გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება
აპლიკაციები მიიღება 1 ივლისამდე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უსაფრთხოების თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...