მეორადი მანქანების დოკუმენტაციის სპეციალისტი

კომპანია: თბილისი დრაი პორტი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 05

დასრულების ვადა: Jul 05

ადგილმდებარეობა: თბილისი

"თბილისი დრაი პორტი" აცხადებს ვაკანტურ ადგილს: მეორადი მანქანების დოკუმენტაციის სპეციალისტი.

პოზიციის შესახებ: აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტის გადამოწმებას, კანონიერებისა და შესაბამისობის შემოწმებას, საბაჟო პროცედურების ადმინისტრირებას და შიდა საოპერაციო სისტემებში მონაცემების სწორად აღრიცხვას. პოზიცია მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას და ეფექტურ კომუნიკაციას როგორც შიდა გუნდთან, ისე გარე უწყებებთან.

დეპარტამენტის შესახებ:

ეს პოზიცია ექვემდებარება მეორადი მანქანების ოპერაციების სუპერვაიზერს და თანამშრომლობს ყველა დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულთან.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

გამოცდილება და უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საბაჟო, ლოგისტიკა, ტერმინალი);
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დოკუმენტებთან მუშაობის მაღალი სიზუსტე;
** კრიტიკული აზროვნება და გადაწყვეტილების მიღების უნარი საეჭვო ან არასრული დოკუმენტაციის შემთხვევებში;
** პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისებისა და გამოყენების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების პრევენციის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (პირადობა/პასპორტი, მინდობილობა) შემოწმება და მონაცემების დადასტურება სისტემებში (RS.ge, ტერმინალის საოპერაციო სისტემაში);
** საბაჟო შეტყობინებების ფორმირება და შესაბამისი მონაცემების სისტემაში შეყვანა;
** ინვოისების მომზადება, გადახდების შემოწმება და დადასტურება;
** მონაცემთა შეუსაბამობის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირთან კოორდინაცია და კლიენტის ინფორმირება;
** კლიენტების მართვა და პროცედურების დასრულების შემდეგ მათი გადამისამართება ტერმინალის ტერიტორიაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე HR@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.

თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 01 ივლისი.

წარმატებას გისურვებთ!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მეორადი მანქანების დოკუმენტაციის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...