საბაჟო ოპერაციების სპეციალისტი

კომპანია: PepsiCo

გამოქვეყნების თარიღი: Apr 27

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს საბაჟო ოპერაციების სპეციალისტის თანამდებობაზე ლოგისტიკის გუნდში.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა / ჰიბრიდული (40 სთ კვირაში)

ძირითადი მოვალეობები:

** საბაჟო ოპერაციების წარმართვა და ურთიერთობა მარეგულირებელ ორგანოებთან;
** იმპორტისა და ექსპორტის ნაკადების ეფექტური განბაჟების კოორდინაცია პროდუქციის ყველა კატეგორიისათვის, ნედლეულისა და მასალებისთვის; სავაჭრო, საწარმოო და ლოგისტიკური აღჭურვილობისთვის;
** მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა სხვადასხვა იმპორტისა და ექსპორტის დოკუმენტების გაცემის, დამტკიცების ან დეკლარირებისთვის (ST1, ვეტერინარული სერტიფიკატები და ა.შ.);
** საბაჟო ოპერაციების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა (მაგ. ასიკუდა), გარე საბროკერო სამსახურებთან ურთიერთობა საბაჟო პროცედურების შესასრულებლად;
** საბაჟო დეკლარაციებისა და დოკუმენტების მომზადება და წარდგენა ფინანსურ დეპარტამენტთან.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური მიმართულებით;
** 1+ წლიანი გამოცდილება დეკლარაციებთან მუშაობის მიმართულებით;
** საბაჟო კანონმდებლობისა და ექსპორტ-იმპორტის რეგულაციების ცოდნა;
** ქართული ენა თავისუფლად, ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა, ასევე პროგრამა ASYCUDA-ში მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებისა და ყურადღების უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი;
** მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური.

რას გთავაზობთ?

** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი და ტექნიკური უნივერსიტეტი).

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს