ბარისტა

კომპანია: ტერმინალი

გამოქვეყნების თარიღი: May 28

დასრულების ვადა: Jun 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ტერმინალი" არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ლინკზე: https://www.facebook.com/Terminaltbilisi

"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით მოემსახურონ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
მისამართი: თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის ქ. N37მ, აქსის თაუერსი
სამუშაო საათები: 09:00 - 15:00 ან 15:00 - 21:00 (კვირაში 6 დღე, ორშაბათი-შაბათი)

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის ყავის/ჩაის მომზადება და სტუმრების მომსახურება;
** ბარში არსებული ტექნიკის გამოყენების წესების დაცვა;
** თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
** ბარის წესრიგსა და ორგანიზებაზე ზრუნვა;
** ღონისძიებების დროს საკონფერენციო ოთახების ორგანიზებაში მონაწილეობა;
** სივრცის წევრებთან კომუნიკაცია და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა;
** გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.

ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

** მომხმარებლებზე ორიენტირებული;
** მეგობრული;
** საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
** შეუძლია გუნდური მუშაობა.

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@terminal.center. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ბარისტა) რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბარისტა

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...