მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე — www.bluetabla.ge
ვაკანსია: Head of Customer Experience
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
** ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა და მისი დანერგვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
** მომსახურების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება;
** ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ადგილზე (მაღაზიებში) და დისტანციურად;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და ანალიტიკური დასკვნების (insights) მიწოდება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის.
** მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობა
მოთხოვნები:
** მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე კომერციულ განყოფილებაში, მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის ან საცალო გაყიდვების მართვის მიმართულებით;
** მომსახურებისა და გაყიდვების პროცესების სისტემურად ჩამოყალიბების გამოცდილება;
** ტრენინგების ჩატარებისა და გუნდის განვითარების გამოცდილება;
** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ასევე პრეზენტაციის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მომხმარებლის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ სამუშაო დონეზე.
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე — career@bluetabla.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "Head of Customer Experience"
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს