ხარისხის მენეჯერი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამ.დღე
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი, საქართველოში არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით.
** სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად, დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი.
** კლინიკური შემთხვევების განხილვისთვის მასალის იდენტიფიცირება და მომზადება.
** კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილებების და ბრძანებების ცოდნა (სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება N 108ნ, ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება N01-41ნ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების ბრძანება N338ნ, საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ დადგენილება N36, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ ბრძანება N01-1ნ).
** სამედიცინო კლასიფიკატორების ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 ივნისამდე.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ ვაკანსიაზე შერჩევის მიზნით. მონაცემები შეინახება აუცილებელი ვადით და შემდეგ განადგურდება უსაფრთხო ფორმით. კანდიდატს აქვს უფლება მოითხოვოს მისი მონაცემების გასწორება ან წაშლა.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს