მზარეული

კომპანია: ibis Styles Tbilisi Mziuri Park

გამოქვეყნების თარიღი: May 20

დასრულების ვადა: Jun 20

ხელფასი: 1372

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Accor" არის ფრანგული მსოფლიოში წამყვანი სტუმართმოყვარეობის ჯგუფი, წარმოდგენილი 45+ სასტუმრო ბრენდის მიერ 110-ზე მეტ ქვეყანაში.

"Accor"-ის წევრი - "ibis Styles Tbilisi Mziuri Park" მიესალმება მათ, ვინც აზრობრივ შინაარსს ანიჭებს ყველა შენაძენს, ურთიერთობებს და ცხოვრების წესს. ყოველდღე, ჩვენ წვლილი შეგვაქვს იმაში, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად იქცეს და მეორე შანსს ვაძლევთ ყველაფერს ჩვენს გარშემო.

"ibis Styles Tbilisi Mziuri Park"-ი აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

მზარეულის მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე მუდმივი ზრუნვა
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით
** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
** პროდუქტების მარაგის კონტროლი
** კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება.
** ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა;

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე; 2 დასვენების დღე
** ანაზღაურება - 1372 ლარი ირიცხება თვეში ერთხელ საბანკო ანგარიშზე

შემოუერთდი 330 000 Heartist®-ების გუნდის მსოფლიო მასშტაბით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, მოგვმართეთ მისამართზე alisa.gurjiani@accor.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის არჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, შესაბამის გამოცდილებას და უნარებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კანდიდატების დისკრიმინაცია გამორიცხულია.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მზარეული

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...