კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 365 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
"კავკასიის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
სამუშაო მოვალეობები:
** უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის საჭირო კვლევების დაგეგმვა და ჩატარების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მათ შორის:
უნივერსიტეტის კონკურენტების ანალიზისთვის საჭირო კვლევები;
უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიური პროგრამებისთვის ბაზრის კვლევები;
უნივერსიტეტის ახალი პროექტებისთვის საჭირო ე.წ. მიზანშეწონილობის (feasibility) კვლევები;
უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმისთვის საჭირო კვლევები;
უნივერსიტეტის სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების კმაყოფილების გამოსავლენი კვლევები და სხვა.
** ჩატარებული კვლევებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება;
** უნივერსიტეტის ფუნქციონირების შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება;
** დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის;
** უნივერსიტეტის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში სხვადასხვა ანალიტიკური ქმედებების განხორციელება.
** კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ახალი სტრატეგიული მიმართულებებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ ანალიტიკური ქმედებებში მონაწილება
** კავკასიის უნივერსიტეტის საქმიანობაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზებიდან მოთხოვნილი მონაცემებისთვის ანალიტიკური საქმიანობა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, სტატისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** სასურველია შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა;
** Excel-ში მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის სიღრმისეული ცოდნა.
** ანალიტიკური ანგარიშების დაწერის და წარდგენის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაოდღე, აღნიშნული დღე (ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან
შეთანხმებით);
** ანაზღაურება 2000 ლარი (ხელზე ასაღები);
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი).
** საქმიანობის ადგილი: თბილისი, პაატა სააკაძის №1
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და
ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge
გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითეთ
ვაკანტური პოზიციის დასახელება: კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამსახურის უფროსი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის ადამიანური
რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge Tel.: 2 377777.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ
იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური
ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული
ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ
კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს
თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური
მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის
შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის
ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი
კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს