როლერი/მცხობელი

კომპანია: სინაბონი

გამოქვეყნების თარიღი: May 15

დასრულების ვადა: Jun 15

ადგილმდებარეობა: თბილისი

"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.

"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას როლერის (მცხობელი) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ცომის დამუშავება და მენიუში არსებული პროდუქტების მომზადება კომპანიის სტანდარტებისა და რეცეპტების შესაბამისად;
** პროდუქტის სწორი ტემპერატურისა და კონსისტენციის კონტროლი;
** პროდუქციის აფუების, გამოცხობისა და საბოლოო გაფორმების პროცესის მონიტორინგი;
** პროდუქციის რაოდენობის, ხარისხისა და ვადების მუდმივი კონტროლი;
** დახლზე პროდუქციის საკმარისი რაოდენობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება;
** სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** HACCP-ის, სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სავალდებულოა ქართული ენის ცოდნა, ინგლისური ენა სასურველია.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ლოკაცია: გალერეა თბილისი, რუსთაველის გამზირი 2/4

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: Career@cinnabongeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "როლერი (მცხობელი)"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - როლერი/მცხობელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...