ქეითერინგის მენეჯერი

კომპანია: ასორტი ვერე

გამოქვეყნების თარიღი: May 15

დასრულების ვადა: Jun 15

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "ასორტი" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.
თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი" აცხადებს ვაკანსიას ქეითერინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქციები:

** ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
** ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ზედამხედველობა/კონტროლი;
** ღონისძიების მსვლელობის მეთვალყურეობა;
** ფინანსური დოკუმენტაციის შექმნის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი, ზედამხედველობა;
** ღონისძიებისთვის საჭირო პერსონალის შეკრება/კოორდინირება;
** უშუალო ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშგების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით;
** ივენთ-მენეჯერად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MC Office (Excel, Word, Power Point)).

უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** შემოქმედებითობა და ინიციატივის ქონის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროული რეაგირების და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქეითერინგის მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ქეითერინგის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...