დეველოპერული პროექტების გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

გამოქვეყნების თარიღი: May 15

დასრულების ვადა: Jun 15

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: თბილისი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის გაყიდვების მენეჯერს რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტში შემოსული ლიდების დამუშავება და CRM ბაზაში კლიენტების რეგისტრაცია;
** დაგროვილი კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** პოტენციური კლიენტებისთვის გასაყიდი დეველოპერული პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** სამშენებლო ლოკაციაზე ვიზიტის დაგეგმვა;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ერთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;
** ჯავშნებისა და გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი;
** კლიენტების გადახდების ვადა გადაცილებების კონტროლი;
** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში პირად პორტფელში არსებული კლიენტების გაყიდვების შემდგომი მომსახურება;
** სოციალურ ქსელებში შემომავალი შეტყობინებების პასუხი;
** ხელმძღვანელის მიერ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრი
** გამართული მეტყველების უნარი;
** ენები: ინგლისური, რუსული;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** პოზიტიური;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დარწმუნებულის უნარი;
** დროის მენეჯმენტის წარმოების უნარი.

სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge/

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დეველოპერული პროექტების გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...