ადმინისტრაციული მენეჯერი

კომპანია: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო

გამოქვეყნების თარიღი: May 15

დასრულების ვადა: Jun 15

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: თბილისი

საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) გუნდში ეძებს ადმინისტრაციულ მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:

** სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტების დაარქივება;
** კომპანიის ადმინისტრაციული და საოფისე ინვენტარის შეძენა და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული პროცესების გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი სერვის-პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** მნიშვნელოვან შეხვედრებზე დასწრება, აუცილებელი ინფორმაციის ჩანიშვნა, შეჯამება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლების ხარისხი: ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ენები: ინგლისური - კარგი
რუსული - კარგი
პროგრამები/კვალიფიკაცია: MS OFFICE

პიროვნული თვისებები:

** სწრაფად ათვისების, ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;

სამუშაო კვირის განრიგი: 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + დაზღვევა

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა ჩვენთვის გამოცდილებაზე მეტად მნიშვნელოვანია თქვენი მოტივაცია, საქმის მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge/

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ადმინისტრაციული მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...