ქსელური არხის განვითარების მენეჯერი

კომპანია: სადისტრიბუციო კომპანია ოკინ

გამოქვეყნების თარიღი: May 12

დასრულების ვადა: Jun 12

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ოკინ" არის მწარმოებელი და ლოჯისტიკური კომპანია, სხვადასხვა საბავშვო პროდუქტების კომპანია საქართველოში 2020 წლიდან. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.okin.ge

შპს "ოკინ" აცხადებს ვაკანსიას ქსელური არხის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელური პარტნიორების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება;
** ახალი ქსელური ობიექტების მოძიება და პარტნიორობაში ჩართვა, პირობებზე მოლაპარაკება;
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება;
** კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი;
** ასორტიმენტის გაფართოების, სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების დაგეგმვა;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქტის წარმოჩენის დაგეგმვა და მართვა;
** პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა (მიწოდება, ვადები, ხარისხი და სხვა);
** ანალიზი და რეპორტინგი;
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მარკეტინგული ინვენტარის ეფექტური გამოყენებისათვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** ქსელური ობიექტების შეკვეთების მიღება/გაფორმება და დამუშავება;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** ქსელურ ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** ქსელური ობიექტების დავალიანებების კონტროლი და ანალიზი;
** დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შესრულების კონტროლი;
** ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
** აქციის დაგეგმვამდე კონკურენტთა ფასების კვლევის ორგანიზება და ეფექტურად ჩატარების უზრუნველყოფა;
** კომპანიის პროდუქციის ცნობადობის და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული ღონისძიებების გატარება;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის დაგეგმილი შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებისა და შემდგომი ანალიზის პროცესებში მონაწილეობა;
** კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება;
** სასურველია 1C - Balance პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ხელფასი: ხელფასის ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

პირობები და ბენეფიტები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათი (1 საათი შესვენება);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** ფიტპასი.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@okin.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ქსელური არხის განვითარების მენეჯერი".

საკონტაქტო პირი: სალომე მირუალშვილი

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "ოკინმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოკინის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ქსელური არხის განვითარების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...