ღამის ცვლის კერძების შემფუთავი

კომპანია: სუშიკო

გამოქვეყნების თარიღი: May 09

დასრულების ვადა: Jun 09

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

რესტორანი "სუშიკო", რომელიც მდებარეობს ვერაზე, კორნელი კეკელიძის 14, აცხადებს ღამის ცვლის კერძების შემფუთავის ვაკანსიას.

გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi

ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს, გვაქვს 2 ვაკანსია, ღამის ცვლა

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
** დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს, დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
** გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება ერთი სამუშაო ცვლის 55 ლარი (net) გვაქვს 8 საათიანი ცვლები, შესაბამისად ერთი თვის ხელფასი 1200 ლარი (net) და მეტიც გამოდის.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2 -ზე, ხუთი ღამე მუშაობს და 2 დღე-ღამე ისვენებს. ღამის ცვლა 19.00 სთ-დან 03.00 სთ-მდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის მზარეულების მიერ მომზადებული კერძების შეფუთვა ბრენდირებულ კონტეინერებში და კურიერისათვის მიწოდება;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება სავალდებულოა არ არის, საქმის შესწავლა ხდება ადგილზე
** შეფუთვის და მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: sushikorecruting@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება კერძების შემფუთავი.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ღამის ცვლის კერძების შემფუთავი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...