შეფ დე პარტიე
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
"ROOMS BATUMI" აცხადებს ვაკანსიას შეფ დე პარტიეს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეფ-მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობა;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს დანადგარებისა და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების მართვა;
** ცვლაში მომუშავე თანამშრომლების გამართულად მუშაობის ზედამხედველობა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/vmDueawaM1