მთავარი ბუღალტერი
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს "გალფი"-ს და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)
შრომის ანაზღაურება: 3000-4000 NET (გამოცდილების მიხედვით)
პოზიციის მიზანია: კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა, ფინანსური ანგარიშგების სიზუსტის, რეგულაციებთან შესაბამისობისა და სამუშაო პროცესების ეფექტიურობის უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი,
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
** პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cth.ge. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს