ფრონტ ოფისის სუპერვაიზერი
სასტუმრო "Ibis Styles" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების, N 5ბ.
ძირითადი მოვალეობები:
** რეცეფციის, ბარისა და სერვისის გუნდის კოორდინაცია და ზედამხედველობა
** სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ყველა სერვისულ წერტილში
** ბარისა და სერვისის პროცესების კონტროლი და სტანდარტების დაცვა
** რეპორტების წარმოება და მათი გამოყენებით ყოველდღიური ოპერაციების კონტროლი
** სტუმართა შეკითხვებისა და პრეტენზიების ეფექტური მართვა
** სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და თანამშრომელთა გადამზადება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად
** სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება
დამატებითი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება კვებისა და სასმელების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** Opera Cloud-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საჭირო უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: hrm@ibisstylesbatumi.ge, გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო იბის სტაილს ბათუმი.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო იბის სტაილს ბათუმის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში — სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს