სტიუარდი/მრეცხავი

კომპანია: სასტუმრო Ibis Styles Batumi

გამოქვეყნების თარიღი: May 04

დასრულების ვადა: Jun 04

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სასტუმრო "Ibis Styles" აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის/მრეცხავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების, N 5ბ.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს ინვენტარის, ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა და დეზინფექცია
** სამუშაო სივრცეების სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** ნარჩენების მართვა და შესაბამისი პროცედურების შესრულება
** სამზარეულოსა და სერვისის გუნდთან კოორდინაცია
** უსაფრთხოების და სანიტარული წესების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ჰიგიენური სტანდარტების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელ. ფოსტაზე: hrm@ibisstylesbatumi.ge, გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შემოგვიერთდით და გახდით ჩვენი გუნდის ნაწილი!

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო იბის სტაილს ბათუმი.

გაცნობებთ, რომ სასტუმრო იბის სტაილს ბათუმის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში — სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სტიუარდი/მრეცხავი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...