გაყიდვების მენეჯერი
"Brandlux" — ქართული რბილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც უკვე 9 წელია ქმნის ხარისხსა და კომფორტს მომხმარებლებისთვის. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანები არიან — გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში დიდი პოტენციალია, რომელიც სწორ გარემოში უკეთ ვლინდება და რეალურ შედეგებად გარდაიქმნება. ამიტომ, მუდმივად ვქმნით განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ჩვენს გუნდს შეუერთდება და აქტიურად ჩაერთვება გაყიდვების პროცესში.
ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი N157
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება ავეჯის მიმართულებას);
** გამოცდილების არქონის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია ადგილზე სწავლება;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური და სხვა) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების წარმართვა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
ჩვენ გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსებს გაყიდვებიდან;
** უფასო კვებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: brandluxpurchases@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით: +995 568 672 708
ასევე შესაძლებელია დაკავშირება Viber-სა და WhatsApp-ის საშუალებით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს