გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი

კომპანია: ჯეო რეალტორი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 28

დასრულების ვადა: May 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

უძრავი ქონების ლიდერი კომპანია "ჯეო რეალტორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის / უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ეს პროფესია როგორც საქართველოში ისე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია, რადგან, ვყიდით და ვაქირავებთ ყველაზე ძვირფას პროდუქტს მსოფლიოში - უძრავ ქონებას. ვეძებთ კომუნიკაბელურ, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიან ადამიანებს გამოუცდელ კადრებს, პროფესიას შევასწავლით ადგილზე, და დავასაქმებთ ჩვენს ოფისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალ ანაზღაურებას სრულად გამომუშავებით. (მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ყოველი წარმატებულად შესრულებული საქმიდან საკომისიოს 50%) საშუალოდ 1500-დან 10000 ლარამდე მაგრამ ბევრად მეტის გამომუშავებაც შეიძლება.
** ოფისის მეგობრულ გარემოს და კარიერულ წინსვლას.
** ტრენინგებს
** კომპანიას ჰყავს საკუთარი ავტომობილები, შესაბამისად, აგენტს ვისაც აქვს მართვის მოწმობა შეუძლია წავიდეს შეხვედრაზე კომპანიის კუთვნილი ტრანსპორტით.
** ყველანაირი ხარჯი, რაც დაკავშირებულია განცხადებების განთავსებასთან, გადახდილი იქნება კომპანიის მიერ.
** გადმოგეცემათ კორპორატიული სმარტფონი და ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ ულიმიტო სასაუბრო.
** სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებს რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველდღიური სამუშაოს გამარტივებას და ასწრაფებას.
** კომპანიას აქვს დიდი უძრავი ქონების ჯგუფები სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე, შესაბამისად, აგენტს დამატებით ჩაბარდება უამრავი კლიენტი მოცემული პლატფორმებიდან.

სამუშაო გრაფიკი: 11:00-დან 19:00-მდე. (კვირაში ორი დღე დასვენება, შაბათი-კვირა)
ყოველთვიურად წარმატებულ კადრებს ვუშვებთ სხვადასხვა ტურებში.

კომპანიას ჰყავს საკუთარი უამრავი კლიენტი რომელსაც აბარებს აგენტს. შესაბამისად უძრავი ქონების აგენტს საკუთარ კლიენტებთან ერთად ეყოლება უამრავი, კომპანიის მიერ ჩაბარებული, კლიენტი. (სხვა არცერთ კომპანიაში არ ჩაგაბარებენ საკუთარ კლიენტებს)

ჩვენ რამდენ პრივილეგიასაც გთავაზობთ ამდენს ვერ შემოგთავაზებთ ვერცერთი ქართული უძრავი ქონების სააგენტო. ამიტომ, გააკეთეთ სწორი არჩევანი და აირჩიეთ "ჯეო რეალტორი". დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: georealtor01@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 568 144 144

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი/უძრავი ქონების აგენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...