ანალიტიკოსი საოპერაციო რისკების განყოფილებაში
საოპერაციო რისკების განყოფილებაში ანალიტიკოსს ვეძებთ.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საოპერაციო რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა
** სტრუქტურული სცენარების მიხედვით რისკების ანალიზი და შეფასება
** შიდა და გარე რეგულაციების შესაბამისად რეპორტების / ანგარიშების მომზადება
** პროცესების გაუმჯობესებისა და რისკების შემცირების ინიციატივების შემუშავება
** user access rights-ის (მომხმარებლის უფლებების) კონტროლისა და რისკების შეფასების პროცესებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით
** საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (საოპერაციო ან საკრედიტო მიმართულებით)
** საბანკო რეგულაციების და ეროვნული ბანკის ანგარიშგებების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** რეპორტების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება და ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** Microsoft Excel-ის სრულყოფილად ფლობა (Pivot Tables, ფორმულები, მონაცემთა ანალიზი)
** საბანკო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (core banking systems)
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ანაზღაურება: ხელფასი + წლიური ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს