ბუღალტერი
სააქციო საზოგადოება "ალპაკა" პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.
საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია ვებსაიტი რელევანტურ საძიებო სიტყვებზე გამოჩნდეს შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველი ადგილზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორს.
"ალპაკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16
სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (NET)
ფუნქცია-მოვალეობები:
** AI ოპტიმიზირებულ სისტემაში ავტომატურად გენერირებული ბუღალტრული გატარებების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი, მათთან კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების წარმოება და წარდგენა;
** ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე არსებული დოკუმენტაციის ატვირთვა/მიღება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** არსებული ფინანსური პროცესების ანალიზი და გუნდისთვის რეკომენდაციების მომზადება ბუღალტრული ნაწილის შემდგომი ავტომატიზაციის/გამარტივების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ინტერესი AI ტექნოლოგიებისა და მათი სამუშაო პროცესში ინტეგრირების მიმართ;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ ადამიანებთან მუშაობის გამოცდილებას;
** საინტერესო პროექტებს და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და მდიდარ კორპორაციულ გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი მოცემულ ბმულზე: https://alpaca.ge/vacancy/bughalteri/
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს