ლოგისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია "ვილსმენი" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო-საჰაერო-ნაკრები ტვირთების გადაზიდვების მიმართულებით ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ვილსმენი" - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.
კომპანიის ვებგვერდი: www.wheelsman.com
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საზღვაო ხაზებთან, ავიაკომპანიებთან, არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და აგენტებთან ურთიერთობა;
** მიღებული პოტენციური შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
** დადასტურებული შეკვეთების აღსრულების მონიტორინგი წინასწარ შეთანხმებული პირობებით. სტატუს რეპორტინგი;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით);
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში, საზღვაო-საჰაერო-ნაკრები ტვირთების გადაზიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოგისტიკის მენეჯერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს