ექიმი-ლაბორანტი

კომპანია: მაილაბი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ხელფასი: 2000

ადგილმდებარეობა: თბილისი

2023 წელს დაფუძნებული ქართულ-ებრაული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია "მაილაბი" აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს და თანამედროვე დიაგნოსტიკურ ტექნოლოგიებს, რათა საქართველოში პაციენტებს სანდო, ზუსტი და ეფექტური ლაბორატორიული მომსახურება შესთავაზოს, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

სამედიცინო ლაბორატორია "მაილაბი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მიხეილ ჭიაურელის ქ. 9
სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე 10:00-19:00, შესვენება 1 საათი);
სახელფასო სარგო: მინიმალური ანაზღაურება 2000 ლარი (ნეტი)

ძირითადი მოვალეობები:

** ლაბორატორიული კვლევების წარმოება (ბიოქიმია, ჰემატოლოგია, იმუნოლოგია და ა.შ.) დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად.
** ანალიზატორების გამართული მუშაობის კონტროლი და ყოველდღიური კალიბრაცია/შიდა კონტროლის წარმოება.
** მიღებული შედეგების გადამოწმება, ინტერპრეტაცია და პროგრამული აღრიცხვა.
** ლაბორატორიაში არსებული აპარატურის და ინვენტარის მოვლა-პატრონობა.
** ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში (სავალდებულოა).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** თანამედროვე ავტომატიზირებულ ანალიზატორებთან მუშაობის უნარი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
** სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსებით)
** Fitpass-ში ჩართვის შესაძლებლობა.
** ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლება (ეხებათ ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: info@yourmedlab.ge;

შპს სამედიცინო ლაბორატორია "მაილაბი" დასაქმებისას ეყრდნობა თანაბარი შესაძლებლობების პრინციპს. კომპანია მოტივირებულია და აკონტროლებს, რომ სამუშაო ადგილზე არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@yourmedlab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 24 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ექიმი-ლაბორანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...