კომერციული პროცესების კოორდინატორი

კომპანია: RSM Georgia Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში.

კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია და პირველადი დამუშავება;
** დაინტერესებების მიღება, სისტემატიზაცია და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა კომერციული გუნდისთვის;
** კომერციული პროცესის (pipeline) სტატუსების განახლება და მონიტორინგი;
** არსებული პოტენციური კლიენტების ბაზებთან მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში ახალი პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება;
** კომერციული წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
** მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია და მარტივი რეპორტების მომზადება;
** კომერციული გუნდის მხარდაჭერა სხვა ყოველდღიურ ოპერაციულ საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გაყიდვების/კომერციული, კლიენტებთან ურთიერთობის ან ადმინისტრაციული მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი (ვერბალური და წერითი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** რეალურ ბიზნეს პროცესებში ჩართულობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთანავე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციებისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კომერციული პროცესების კოორდინატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...