უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში.
კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, ამოცანების დაზუსტება და მხარდაჭერის საკითხებში ჩართულობა;
** მოთხოვნების სტრუქტურირებასა და დოკუმენტირებაში მონაწილეობა;
** შიდა ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია;
** სისტემების ტესტირებაში მონაწილეობა, Test case-ების მომზადება და შედეგების გადამოწმება;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, IT-ის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაზისო უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** რეალურ ბიზნეს პროცესებში ჩართულობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთანავე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციებისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს