IT ბიზნეს ანალიტიკოსი

კომპანია: RSM Georgia Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში.

კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (სრული)

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დამკვეთი ორგანიზაციის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;
** დამკვეთის საჭიროებების შესაბამისად სისტემის სისრულეში მოყვანა;
** დამკვეთთან მუდმივი კომუნიკაცია, დასმული ამოცანების განხილვა და რეკომენდაციების გაწევა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის/აღწერილობის მომზადება;
** ორგანიზაციის შიდა ტექნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობა;
** პროექტის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** გადაწყვეტილების რეალური ექსპლუატაციის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია ფინანსების სფეროში პროექტული ან თეორიული ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** რეალურ ბიზნეს პროცესებში ჩართულობას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე career@rsm.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთანავე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციებისთცის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - IT ბიზნეს ანალიტიკოსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...