ანაზღაურებადი სტაჟირება IT ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით

კომპანია: RSM Georgia Solutions

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "არესემ საქართველო სოლუშენსი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კონსალტინგის დეპარტამენტში IT ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით.

კომპანიის შესახებ:

"არესემ საქართველო სოლუშენსი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ERP სისტემების იმპლემენტაციასა და ბიზნეს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში.

კომპანია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს ოპერაციული და ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას, გამჭვირვალობის ზრდას, მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ERP გადაწყვეტილებების გარდა, კომპანია ასევე ქმნის დამოუკიდებელ პროგრამულ პროექტებსაც, რომლებიც მორგებულია სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან ბიზნეს მოთხოვნებზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 30-35 საათი
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბიზნეს საჭიროებების შესწავლის პროცესში მხარდაჭერა;
** დამკვეთთან შეხვედრებზე დასწრება და რეზიუმეების წარმოება;
** მოთხოვნების სტრუქტურირებაში და დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** შიდა ტექნიკურ გუნდთან (დეველოპერები/ანალიტიკოსები) კომუნიკაციაში მხარდაჭერა;
** სისტემის ტესტირებაში და პრობლემების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა;
** მარტივი დავალებების შესრულება მენტორის ზედამხედველობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების, IT-ის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** IT სფეროს მიმართ ინტერესი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო საქმეს და გამოცდილებას;
** პროფესიონალებისგან ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, მეგობრულ და სტაბილურ გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "არესემ საქართველო სოლუშენსი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთანავე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციებისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ანაზღაურებადი სტაჟირება IT ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...