გრაფიკული დიზაინერი
ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელია ვიზუალური კონცეფციების შექმნასა და განვითარებაზე, რომლებიც ეფექტურად გადმოსცემს ბრენდის იდეებს, პროდუქტებსა და სერვისებს.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ბრენდის ვიზუალური სტილის შექმნა და დაცვა;
** სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, პოსტერები, ბროშურები და სხვ.);
** სოციალური მედიაში და ვებ-გვერდზე განსათავსებელი ვიზუალების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მათთან დაკავშირებული მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი;
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა (Adobe Photoshop, Illustrator, InDesign და სხვ.);
** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია UX/UI დიზაინის საბაზისო ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და პორტფოლიო შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - anajavakhidze@pharmastore.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს