მედდა

კომპანია: ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: ბათუმი

შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას მედდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამედიცინო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა;
** მისაღებია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები მე-7 სემესტრიდან;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული;
** ენერგიული

სამუშაო საათები: ცვლებით
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: hr@brchospital.ge, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მედდა

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...