მთავარი ბუღალტერი
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა.
NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხისმგებლობიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების მონიტორინგი, მათი საგადასახადო კანონმდებლობასთან და ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის საბუღალტრო საქმიანობასთან;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** ყოველდღიური გატარებების წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** იმპორტის გატარება;
** თვის ჭრილში სალაროს კონტროლი;
** დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა/კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე);
** Excel პრაქტიკული ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ.#36;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, არ განიხილება დისტანციური სამსახური).
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს