იურისტის ასისტენტი

კომპანია: საქართველოს უნივერსიტეტი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 25

დასრულების ვადა: May 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ გახდეთ იურისტის ასისტენტი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ.

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, ხელშეკრულებების, წერილების, საჩივრების, სარჩელების, კორპორაციული ოქმების, ბრძანებების მომზადება;
** კანონმდებლობის ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის მოძიება;
** ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, პოზიციის შესაბამისი სხვა საქმიანობის შესრულება.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** ბაკალავრის ან/და მაგისტრის ხარისხი სამართლის მიმართულებით;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცნობა;
** სამართლებრივი დოკუმენტების გამართულად მომზადება/წერა;
** კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემა და მგრძნობელობა;
** კოლეგიალობა და გუნდურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 3 მაისის ჩათვლით შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ - იურისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ug.edu.ge/public/

~"საქართველოს უნივერსიტეტის" გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - იურისტის ასისტენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...