მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი

კომპანია: scapp

გამოქვეყნების თარიღი: Apr 24

დასრულების ვადა: May 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მეორადი ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზება და კონტროლი. მისი სარეალიზაციოდ მომზადება;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკების წარმოება და მეორადი ავტომობილების რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან, მათი სორტირება და პროგრამაში ატვირთვა;
** ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე myauto.ge და სხვ. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
** ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა, როგორც მატერიალურად ასევე პროგრამულად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიული/უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ჯანმრთელობის დაზღვევა და საბონუსე სისტემა (ჯამში ხელზე ასაღები 1300 ლ-დან).

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Car Sales Officer".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მეორადი ავტომობილების გაყიდვების ოფიცერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...