სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

კომპანია: ბლოქსი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 24

დასრულების ვადა: May 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერის ვაკანსიას საცხოვრებელი კორპუსების პროექტების მართვის მიმართულებით.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესის წარმართვა;
** პროექტის აღსრულების გეგმის და პროცედურების შემუშავება, განახლება და მონიტორინგი;
** პროექტის ბიუჯეტის მართვა;
** ყველა დაგეგმილი ღონისძიების დადგენილ კალენდარულ გრაფიკის ფარგლებში მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** სატენდერო პროცედურების მართვა/მონიტორინგი;
** დამპროექტებლების (არქიტექტორების, კონსტრუქტორების, ინჟინრების და ა.შ) შესრულებული სამუშაოების მიმოხილვა;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა;
** სამშენებლო პროექტის ზედამხედველობა
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება და მართვა;
** საპროექტო ფაზის შესრულებაზე კონტრაქტორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება;
** პროექტის მიღება - ჩაბარების პროცესის მართვა;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები, პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება - სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით, მათ შორის პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** პროგრამების ცოდნა (Archicad, Autocad)
** პროგრამის ცოდნა (Microsoft Project)
** უცხო ენის ცოდნა სასურველია (ინგლისური)
** პროექტის მართვის ცოდნა და უნარი
** სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
** პრობლემის ეფექტურად გადაწყვეტის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: recruitmentac7@outlook.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამშენებლო პროექტების ტექნიკური მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...