სასტუმროს მებარგული
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მებარგულის პოზიციაზე.
სასტუმროს მებარგული
ძირითადი მოვალეობები:
** დახვდეს სასტუმროში შემოსულ სტუმრებს და მიაცილოს ისინი ოთახამდე;
** უზრუნველყოს სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა / გამოტანა;
** შესთავაზოს სტუმრებს პოზიტიური და ეფექტური სერვისი, სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** იქონიოს მუდმივი კომუნიკაცია მიღება - განთავსების დეპარტამენტთან და გამოითხოვოს ინფორმაცია სტუმრების შესაძლო შემოსვლისა და გასვლის დროსთან დაკავშირებით;
** საჭიროების შემთხვევაში, უპასუხოს სატელეფონო ზარებს და მიაწოდოს სტუმრებს სათანადო ინფორმაცია;
** გამოიჩინოს ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გააცილოს სასტუმროდან გამსვლელი სტუმრები და დაეხმაროს მათ ბარგის სატრანსპორტო საშუალებამდე მიტანაში;
** შეასრულოს მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერის სხვა დავალებები;
** იმოქმედოს შიდა რეგულაციების, კომპანიის შინაგანაწესის და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
** დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
პროფესიული მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
პერსონალური მოთხოვნები:
** პრეზენტაბელური გარეგნობა;
** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
სამუშაო პირობები:
** ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9 საათიან ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა. შესვენება 1 საათი.
სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV (ფოტოსურათთან ერთად) გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: vacancy@wyndhambatumi.com გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს