კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

კომპანია: SekkeiPark

გამოქვეყნების თარიღი: Apr 17

დასრულების ვადა: May 17

ხელფასი: 2500

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 - 2500 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, მედეა ჩახავას №9.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოძიება;
** შიდა ბაზის წარმოება;
** ზარების განხორციელება და პირველადი კომუნიკაციის დამყარება;
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
** ახალი კავშირების შექმნა და პირისპირ კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
** რეგულარული შეხვედრები არქიტექტორებთან, მშენებლებთან და დეველოპერებთან;
** აქტიური მობილობა და შეხვედრების ორგანიზება ადგილზე;
** კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან;
** ანგარიშსწორების მართვა დამკვეთებთან;
** რეპორტინგის მომზადება.

უნარები და თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმართვადი მუშაობის სტილი

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) - სავალდებულო
** საკუთარი ავტომობილი

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარება
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** საწვავის ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...