გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: Wedgwood

გამოქვეყნების თარიღი: Apr 17

დასრულების ვადა: May 17

ადგილმდებარეობა: თბილისი

"WEDGWOOD" - ჭურჭლისა და დეკორატიული აქსესუარების ცნობილი ბრენდების (Wedgwood, Moser, Meissen Waterford, Rosenthal, Versace, Royal Albert, Royal Daulton, Portmeirion, Rogaska, Sambonet, Hutschenreuter, Lenox and Reed & Barton) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და სასაუბრო დონეზე კი ინგლისურ ენებზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის უნარი,
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შოუ-რუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა/შესწავლა;
** ბრენდების ოფიციალური კატალოგებით ხელმძღვანელობა კონსულტაციის გაწევისას და შეკვეთის მიღების პროცესში;
** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას;
** სალარო ოპერაციების წარმოება და გაყიდული პროდუქციის სწორი პროგრამული ასახვა;
** მოვალეობები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია შოუ-რუმის გამართულ ფუნქციონირებასთან და ხარისხიანი მომსახურების გაწევასთან.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** სამუშაო საათები: 11:00-20:00 (შესვენება 1 საათი);
** ლოკაცია: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N8 ;
** გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 1 თვე;
** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: primeretailgeo@gmail.com

გაითვალისწინეთ!
- CV შედგენილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე და "subject"-ში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი";
- ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი CV არ დაექვემდებარება განხილვას;

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...