მიმტანი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
რესტორანი Steakhouse by Gastronome არის ადგილი, სადაც პრემიუმ ინგრედიენტები, მომზადების ტექნიკა და დახვეწილი ატმოსფერო განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.
finest premium cuts from Argentina, USA, and Japan
"Steakhouse By Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის დროულად მიღება და სტუმრის სათანადო მომსახურება
** სტუმრებისთვის შეკვეთის დროული მიწოდება
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა
საჭირო უნარები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ფილიალის ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. აბაშიძის 10/12
ანაზღაურება: 1100 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ მისამართზე: CV@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ ქიჩენი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს