ფილიალის მენეჯერი

კომპანია: Carrefour Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Apr 10

დასრულების ვადა: May 10

ხელფასი: 1700

ადგილმდებარეობა: თბილისი

"კარფური სითი" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფიქსირებული ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მენეჯმენტთან ერთად ფილიალის სტრატეგიის, სამომავლო გეგმების დასახვაში აქტიური მონაწილეობა
** მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ფილიალში მიმდინარე ყველა პროცესის მართვა და მუდმივი მონიტორინგი
** პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხის, ვადების, ფასების, განლაგების და სხვ. მუდმივი კონტროლი
** სხვადასხვა ტიპის აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი
** პროდუქციის შეკვეთისა და მიღების პროცესების კონტროლი, მარაგების სწორად განსაზღვრის უზრუნველყოფა
** ფილიალის დანაკლისების შემცირებასა და მოგების გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა
** ფილიალის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის განსაზღვრული წესების შესაბამისად წარმოება და ინფორმაციის არსებულ პროგრამაში ასახვა
** ფილიალში ჯანსაღი კორპორატიული კლიმატის დამკვიდრება - თანამშრომელთა მოტივაციასა და პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მაღალი შესრულების წახალისება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საცალო ვაჭრობის სფეროში ან/და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება
** საბონუსე სისტემა
** სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მისამართი:

თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას ქ. 73.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი" /დაგვიკავშირდით ნომერზე 595762323

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფილიალის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...