მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: კოლხი ჯგუფი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 10

დასრულების ვადა: May 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

"კოლხი ჯგუფი" (https://kolkhigroup.ge/), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე და არის ტრადიციული და ინოვაციური სამშენებლო მასალებისა და პროექტებისა სოლიდური/წამყვანი მომწოდებელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 48ვ.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00, შაბათი 10:00-15:00

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** ბაზრის ანალიზი, ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტების კვლევა
** სამშენებლო სფეროს სპეციფიკაზე მორგებული სარეკლამო და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა
** გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის ცნობადობისა და მოთხოვნის გაზრდის მიზნით
** Online და off-line არხების მართვა (ვებგვერდი, სოციალური მედია, ბეჭდური მასალები, ღონისძიებები და სხვა)
** ახალი პროდუქტების წარდგენის სტრატეგიის დაგეგმვა და კამპანიების მართვა
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მარკეტინგში (სასურველია სამშენებლო ან B2B სექტორში)
** ბაზრის ანალიზის, ბრენდინგის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება
** მაღალი ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური და ქართული ენების ფლობა მაღალ დონეზე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@kolkhigroup.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მარკეტინგის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...