ბუღალტერი

კომპანია: ბორნ სოფქიმია

გამოქვეყნების თარიღი: Apr 06

დასრულების ვადა: May 06

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ბორნ სოფქიმია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე, ქ. თბილისში, კერძოდ ქვემო ფონიჭალაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა;
** შესყიდვების, გაყიდვების, საბანკო ოპერაციების აღრიცხვა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და სხვა) შექმნა, აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;
** დებიტორების, კრედიტორების კონტროლი და შედარებების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფილური დავალებების შესრულება.
** ყველა ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბუღალტერიის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პროგრამა "1C"-ში მუშაობის გამოცდილება;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგი ცოდნა).
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ფონიჭალა-რუსთავის ტერიტორიაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00. სამ კვირაში 1 შაბათი 09:00 - 14:00)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა N44.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: t.safridze@bornagro.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...